• 14-09-2023
    "თამაშისას მე და ხვიჩამ ამაზე ვისაუბრეთ" - ოსტიგორი კვარაზე კომენტარს აკეთებს
    "თამაშისას მე და ხვიჩამ ამაზე ვისაუბრეთ" - ოსტიგორი კვარაზე კომენტარს აკეთებს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან სტუმრად ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

    ამ მატჩში ერთმანეთს "ნაპოლიში" თანაგუნდელები, ხვიჩა კვარაცხელია და ლეო ოსტიგორი დაუპირისპირდნენ.

    თამაშის შემდეგ ნორვეგიელმა მცველმა კვარაზე ისაუბრა: 

    "თამაშის მიმდინარეობისას მე და ხვიჩა ვსაუბრობდით, ჩვენ ნამდვილად კარგი მეგობრები ვართ" 

    "ერთ მომენტში მისი დარტყმა დავბლოკე და ის არ ყოფილა ამით ბედნიერი, რაც მითხრა კიდეც - სულ ეს იყო რაზეც ვისაუბრეთ" 

    "მალე ერთმანეთს აეროპორტში შევხვდებით და ნეაპოლში ერთად დავბრუნდებით, წინ იტალიაში მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება - მისი ნახვაც და მის წინააღმდეგ თამაშიც სასიამოვნოა" 

    "კვარა ტოპ ფეხბურთელია. ის წინა სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ხდება ხოლმე, რომ ყოველ მატჩში გოლი ვერ გაგაქვს, მაგრამ ის ძალიან ხარისხიანი მოთამაშა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ნაპოლიში ჩემი გუნდელია" 

    "ის, რაც მან წინა სეზონში გააკეთა, წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ, ამ სეზონშიც ვიხილავთ მისგან საოცარ თამაშებს", - განაცხადა ნორვეგიელმა.

    Facebook კომენტარები