• 15-06-2023
    გადაწყდა! - გიორგი მიქაუტაძე 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
    გადაწყდა! - გიორგი მიქაუტაძე 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

    საქართველოს მაკრებისა და “მეცის” 22 წლის ფეხბურთელი, გიორგიმიქაუტაძე 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს.

    “ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელივანია.

    რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება. 

    წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ”. - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

    ცნობისთვის, გიორგი მოახლოებულ ივნისის შეხვედრებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება.

    Facebook კომენტარები