• 03-02-2024
    "მას მერე, რაც ვთქვი, რომ მივდივარ, მე-2 თამაში მოვიგეთ" - ჩავი "ალავესთან" მატჩზე
    "მას მერე, რაც ვთქვი, რომ მივდივარ, მე-2 თამაში მოვიგეთ" - ჩავი "ალავესთან" მატჩზე
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" ლა ლიგის 23-ე ტურში "ალავესი" დაამარცხა, ანგარიშით 3:1. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მხრიდან გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ, ილქაი გიუნდოგანმა და ვიტორ როკემ გაიტანეს. ბრაზილიელმა ახალგაზრდამ წითელი ბარათიც მიიღო, თუმცა ძალიან საეჭვო სიტუაციაში.

    გამარჯვებით დასრულებული მატჩი "ბლაუგრანას" თავკაცმა, ჩავიმ შეაფასა.

    "დღეს გუნდმა დაღვინებულობა აჩვენა. თამაშს ვაკონტროლებდით."

    "ალავესის" გოლმა გამაბრაზა. მეორე გოლის გატანის მერე ერთ წუთში გაშვება... ფლანგზე უნდა დავჯარიმებულიყავით. ამაზე ვილაპარაკეთ."

    "ვიტორ როკეს გაძევებას გავასაჩივრებთ. ეს შეცდომაა."

    "გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა. მას მერე, რაც წასვლის გადაწყვეტილება გამოვაცხადე, 2 თამაში მოვიგეთ. უკვე ვთქვი, რომ ეს აუცილებელი იყო და აი, გუნდის რეაქციაც. როგორც იქნა, დღეს მეტად ეფექტურები ვიყავით. გუნდმა იბრძოლა. ბურთიანადაც და უბურთოდაც თანაბრად კარგები ვიყავით. ასეთი მატჩები გვაძლიერებს."

    "ლამინ იამალს ყველაფერი აქვს. მისნაირი ფეხბურთელები ბევრნი არ არიან."

    "დღეს ტრავმები არ გვქონია. გიუნდოგანმა ზურგში მიიღო დარტყმა, თუმცა ეს არაფერია. პედრი იმიტომ შევცვალე, რომ დაღლილი იყო. ფერმინი კი მოედანზე გუნდისთვის ენერგიის შესაძენად შევუშვი."

    "კუბარსის ვეხუმრებოდით, რომ ვეტერანივით თამაშობს. ის ორთაბრძოლებს არ აგებს. კმაყოფილები ვართ."

    "ვფიქრობ, ნეგრეირას საქმის საფასურს გვახდევინებენ. ყველაფერს თქვენითაც ხედავთ, მაგრამ მსაჯებზე მეტს აღარ ვილაპარაკებ."

    შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ახლა 50 ქულა აქვს და ლა ლიგის ცხრილში მესამეა. მომდევნო მატჩს გუნდი 11 თებერვალს, "გრანადას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები