• 07-02-2024
    კლოპი "ბარსელონას" არ ჩაიბარებს
    კლოპი "ბარსელონას" არ ჩაიბარებს
    Author of the article
    Aa

    იურგენ კლოპი მომდევნო სეზონში "ბარსელონას" არ უხელმძღვანელებს, - იუწყება Esport3.

    წყაროს თანახმად, გერმანელი სპეციალისტის ბანაკმა დაადასტურა, რომ კლოპოს 1 წლით დასვენება სურს.

    როგორც ჩანს, ჟოან ლაპორტას მცდელობა კლოპს ვერ გადაარწმუნებს.

    არადა, "ბარსას" პრეზიდენტის საოცნებო კანდიდატი სწორედ "ლივერპულის" ამჟამინდელი მესაჭე გახლდათ.

    "ბლაუგრანა" ახლა უფრო რეალურ ვარიანტებზე უნდა გადაერთოს. დიდი ალბათობით, კლუბის შემდეგი სამიზნე ჰანსი ფლიკი იქნება.

    Facebook კომენტარები