• 08-02-2024
    გეგმები შეიცვალა! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბარსელონა” ჟოაო ფელიქსთან დაკავშირებით
    გეგმები შეიცვალა! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბარსელონა” ჟოაო ფელიქსთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ჟოაო ფელიქსის გამოსყიდვა არ სურდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” გეგმები შეიცვალეს.

    “ბლაუგრანამ” გადაწყვიტა, რომ ჟოაო კანსელოსთან ერთად ჟოა ფელიქსის კონტრაქტიც განოსიყიდოს.

    ცნობისთვის, კანსელოს გამოსყიდვა დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაჯდება, ფელიქსის კი მიახლოებით 70-80 მილიონი.

    Facebook კომენტარები