• 08-02-2024
    ცნობილია! - რა გეგმა აქვს “ბარსელონას” ალეიშ გარსიას შესაძენად
    ცნობილია! - რა გეგმა აქვს “ბარსელონას” ალეიშ გარსიას შესაძენად

    რიგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” უკვე დიდი ხანია, რაც “ჟირონას” 26 წლის ფეხბურთელის, ალეიშ გარსიას შეძენით ინტერესდება.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” გარსიას შესაძენად გეგმა შეიმუშავეს.

    ალეიშის ტრანსფერში ”ბლაუგრანა” ერიკ გარსიას, პაბლო ტორესა და ორიოლ რომეუს ჩართვას გეგმავს.

    ცნობისთვის, ალეიშ გარსიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები