• 09-02-2024
    მაინოს ხელფასი საგრძნობლად გაეზრდება - "მანჩესტერმა" ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო
    მაინოს ხელფასი საგრძნობლად გაეზრდება - "მანჩესტერმა" ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო
    Author of the article
    Aa

    გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო "მანჩესტერ იუნაიტედისა" და კობი მაინოს ურთიერთობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

    მისი თქმით, "წითელმა ეშმაკებმა" უკვე დაიწყეს ინგლისელის ახალ კონტრაქტზე მუშაობა. 

    ახალგაზრდა ტალანტმა ბოლო პერიოდში ძალიან მაგარი პერფორმანსები აჩვენა და კლუბმა გადაწყვიტა მას კონტრაქტი განუახლოს. 

    მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, "მანჩესტერს" სურს რომ მაინოს კლუბის მომავალში დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. 

    აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად კობის კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, წლიურად კი 520 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

    ხელშეკრულების განახლების შემდეგ, 18 წლის ფეხბურთელს ხელფასი საგრძნობლად მოემატება.

    Facebook კომენტარები