• 10-02-2024
    "ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ" - ჩავი "გრანადასთან" მატჩის წინ
    "ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ" - ჩავი "გრანადასთან" მატჩის წინ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ "გრანადას", ლა ლიგის 24-ე ტურის ეგიდით დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

    გთავაზობთ "მაესტროს" ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

    "კლუბის დატოვება? მე ნათლად ვთქვი, რომ ამან არაფერი უნდა შეცვალოს. გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან გუნდს დინამიკის შეცვლა სჭირდებოდა. გუნდის რეაქციის შემყურე, ამ გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო ვრწმუნდები."

    "რეალისა" და "ჟირონას" დუელი? ჩვენ ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან ვიცით, რომ ერთ-ერთი მათგანი (ან ორივე) ქულებს აუცილებლად დაკარგავს. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას თვალს მივადევნებთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ ჩავფლავდეთ, როგორც "ვილიარეალის" წინააღმდეგ დაგვემართა."

    "რაფინიას ხვალ თამაში შეეძლება. მან ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ისეთივე მენტალობით დაბრუნდა, როგორითაც დაზიანების მიღებამდე იყო. რაც შეეხება სერხი რობერტოს, იმედი ვიქონიოთ, რომ იგი შემდეგ შეხვედრაში დაგვეხმარება."

    "კლუბს ვურჩევდი, რომ რობერტოს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ. იგი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი რეკომენდაცია ასეთია, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა."

    "ჩემი ყოველდღიური ცხოვრება? ეს არ შეცვლილა. დეკუსთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში საპირისპიროს წერენ. თუ იგი შემდეგი სეზონის დაგეგმვაზე შემეკითხება აზრს, საკუთარ პოზიციას გავუზიარებ. ჩემი რუტინა არ შეცვლილა. ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ."

    "გიუნდოგანმა და პედრიმ ლევანდოვსკი უნდა მოამარაგონ. ილქაის რობერტთან პარტნიორობამ ძალიან არგო."

    "კრისტენსენის პოზიცია? ვფიქრობ, ერთი ოფცია დაგვემატა. იგი საყრდენად თავს კომფორტულად გრძნობს. ეს სავარჯიშო სესიებზეც ვცადეთ. ანდრეასს 360 გრადუსიანი ხედვა აქვს. კარგი არჩევანი გავაკეთე."

    "ტერ შტეგენი ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ინიაკიმ კარგი სამუშაო გასწია, თუმცა მარკის დაბრუნებით მოხარული ვარ."

    "გრანადა" რთული მეტოქეა. სახლში თამაში დამატებითი მოტივაციაა, რათა გულშემატკივრებს ჩვენი პროგრესი დავანახოთ."

    შეგახსენებთ, რომ "გრანადა" ჩავის სამწვრთნელო კარიერაში არასდროს დაუმარცხებია. ხვალინდელი მატჩი ზუსტად შუაღამით დაიწყება.

    Facebook კომენტარები