• 12-02-2024
    "ბრაზილიაში კარნავალის დროა" - დუგლას ლუისი რიოს პასუხობს
    "ბრაზილიაში კარნავალის დროა" - დუგლას ლუისი რიოს პასუხობს
    Author of the article
    Aa

    გუშინდელი დღე განსაკუთრებით უიღბლო ბირმინგემის "ასტონ ვილას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, დუგლას ლუისისთვის გამოდგა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილი, ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი პროვოკაციულად აღნიშნა, მაგრამ მისმა გუნდმა მატჩი მაინც წააგო.

    "წითელი ეშმაკების" ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა ლუისის მხრების შეთამაშების ამსახველი ფოტო ტვიტერზე დადო, ბრაზილიელი მონიშნა და მიაწერა: "კარგად ხარ?"

    დუგლასმა რიოს ტვიტერზევე უპასუხა:

    "კარგად ვარ, მადლობა! ბრაზილიაში კარნავალის დროა."

    როგორც ჩანს, 25 წლის შუახაზელს იმის თქმა სურს, რომ ანდრე ონანას სახესთან მხოლოდ იმიტომ იცეკვა, რომ მის სამშობლოში კარნავალის პერიოდი დგას და სხვა განზრახვა არ ამოძრავებდა.

    ასეა თუ ისე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინ სკოტ მაკტომინეის გვიანი გოლით მოიგო და ხსენებულ "ასტონ ვილასთან", რომელიც სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს, სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.

    Facebook კომენტარები