• 15-02-2024
    "რეალის" ფეხბურთელები "ლაიფციგისგან" თავისუფლებას ელიან - "Relevo"
    "რეალის" ფეხბურთელები "ლაიფციგისგან" თავისუფლებას ელიან - "Relevo"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალმა" "ლაიფციგი" ბრაჰიმ დიასის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა. 

    გავლენიანი გამოცემა "relevo" იტყობინება, რომ "ბლანკოსის" ფეხბურთელები მომდევნო მატჩში მეტოქისგან გაბედულობას ელიან. 

    წყაროს ინფორმაციით, გასახდელში ფიქრობენ, რომ გერმანელები მათ თავისუფლად ეთამაშებიან, რადგან მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. 

    აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 6 მარტს გაიმართება.

    Facebook კომენტარები