• 19-02-2024
    "ბარსელონაში" კვარაცხელია სერიოზულად განიხილება - რას წერენ მედიაში
    "ბარსელონაში" კვარაცხელია სერიოზულად განიხილება - რას წერენ მედიაში
    Author of the article
    Aa

    ჟურნალისტმა როჯერ ტერილიომ "ნაპოლის" შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, ქართველი ვინგერის დამატებას კატალონიის "ბარსელონაში" სერიოზულად განიხილავენ.

    როგორც იწერება, "ბლაუგრანა" ზაფხულში მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავია.

    აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კვარას მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

    აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები