• 06-04-2024
    გიორგი მამარდაშვილი პრემიერ ლიგის გუნდის სამიზნეა
    გიორგი მამარდაშვილი პრემიერ ლიგის გუნდის სამიზნეა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

    ქართველი კარის დარაჯი მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარედ მიიჩნევა.

    EL Nacional-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამარდაშვილის შეძენა “ნიუკასლსა” და “ტოტენჰემს” სურთ.

    “კაჭკაჭები” მზად არიან, რომ ქართველ მეკარეში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ. როგორც ესპანური წყარო იტყობინება მამარდას მიერ ზაფხულში “ვალენსიას” დატოვება გარდაუვალია.

    ცნობისთვის, გიორგიმ “გრანადას” წინააღმდეგ გასული ტურის შეხვედრაში კარი მშრლად შეინახა.

    Facebook კომენტარები