• 07-04-2024
    ის ჩვენი წმინდა გიორგია - როგორ ეხმაურებიან მეცის ფანები მიქაუტაძის საოცარ თამაშს
    ის ჩვენი წმინდა გიორგია - როგორ ეხმაურებიან მეცის ფანები მიქაუტაძის საოცარ თამაშს

    როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის 27-ე ტურის შეხვედრაში “ბრესტმა” შინ “მეცი” მიიღო და ანგარიშით 4:3 იმარჯვა.

    საგულისხმოა, რომ “მეცის” მხრიდან 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

    მატჩის შემდეგ “მეცის” გულშემატკივრები მიქაუტაძის პერფორმანსს გამოეხმაურნენ:

    მიქაუტაძე ჩვენი წმინდი გიორგია. არ ვიცი მის გარეშე რა გვეშველებოდა.

    ჟორჟი საუკეთესოა, ის უბრალოდ შეუდარებელი ფეხბურთელია.

    მიქაუტაძის გარეშე ჩვენი გუნდია 0-ია და ამ ფაქტს უნდა შევეგუოთ.

    ძალიან მეცოდება მიქაუტაძე ჩვენს გუნდში, ის გაცილებით მეტს იმსახურებს.

    საოცარი თამაში ჰქონდა მიქაუტაძეს. დუბლს რომ თავი დავანებოთ, ის დრიბლინგი საოცრება იყო.

    ჟორჟი უკეთეს გუნდს იმსახურებს, მეცი ნამდვილად არ არის მისი შესაფერისი გუნდი, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს.

    მიქაუტაძე მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ, შენ ჩვენი ერთადერთი იმედი ხარ.

    Facebook კომენტარები