• 09-04-2024
    ლივერპულმა ფასი დაასახელა - რა ბედი ელის ლუის დიასს
    ლივერპულმა ფასი დაასახელა - რა ბედი ელის ლუის დიასს

    შესაძლოა ზაფხულში "ლივერპულმა" ლუის დიასი გაყიდოს. ამის შესახებ ცნობებს "The Telegraph"- ის ჟურნალისტი - სემ უოლასი ავრცელებს. 

    კოლუმბიელის შეძენით "პსჟ" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი. "წითლები" 27 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 75 მილიონ ფუნტად აფასებენ.

    "ჩვენ ჯერ იმედი არ დაგვიკარგავს" განაცხადა ლუის დიასის მამამ. მან ასევე გააჟღერა, რომ ლუისი "ბარსას" ფანია და იქ თამაში მისი ოცნებაა.

    დიასი "ლივერპულთან" ახალ კონტრაქტზე ჯერ არ შეთანხმებულა. მის ამჟამინდელ კონტრაქტს კი ვადა 2027 წელს ეწურება ვადა.

    შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდმა დიასი "პორტუდან" 2022 წელს, 40 მილიონ ფუნტად დაიმატა. მის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 42 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები