• 11-04-2024
    “მერაბისთვის სახიფათო მეტოქე ვარ” - დეივისონ ფიგერეიდოს დვალიშვილთან ბრძოლა სურს
    “მერაბისთვის სახიფათო მეტოქე ვარ” - დეივისონ ფიგერეიდოს დვალიშვილთან ბრძოლა სურს

    UFC-ის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, დეივისონ ფიგერედომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო’მალის დაპირისპირებაზე ისაუბრა:

    “ჩემი აზრით, მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება არ შედგება. თუ კოდი გარბრანდტს დავამარცხებ საჩემპიონო ჩხუბის საქმე გაჩნდება. მინდა მერაბ დვალიშვილს შევხვდე და მგონია, რომ მისთვის სახიფათო მეტოქე ვიქნები. თუ შეცდომას დაუშვებს მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით დავამარცხებ”. - განაცხადა ფიგერედომ.

    მიუხედავად ფიგერედოს დიდი სურვილისა, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო’მალის დაპირისპირება აუცილებლად შედგება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები