• 25-04-2024
    სლოტი: "მინდა, რომ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი გავხდე"
    სლოტი: "მინდა, რომ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი გავხდე"
    Author of the article
    Aa

    როტერდამის "ფეინოორდის" მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა დაადასტურა, რომ მის უახლოეს გეგმებში მერსესაიდული "ლივერპულის" ხელმძღვანელობა შედის.

    "მინდა, რომ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი გავხდე. ჩემი გადაწყვეტილება ნათელია. "ფეინოორდი" და "ლივერპული" მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ველოდები, თუ რა გამოვა ამისგან.

    კლუბების შეთანხმების მოლოდინში, თავდაჯერებული ვარ," - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

    არნეს "ფეინოორდთან" კონტრაქტით კიდევ 2 წელი აკავშირებს. როგორც ირკვევა, თუ "წითლებს" მისი ამ ხელშეკრულების გამოსყიდვა უნდათ, ზღვისპირელებს 8.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი უნდა გადაუხადონ. სხვათა შორის, "ფეინოორდს" სლოტის შემცვლელიც ნაპოვნი ჰყავს. იგი "ტვენტეს" ამჟამინდელი მესაჭე, იოზეფ ოოსტიგია.

    "ენფილდის" ბინადრების ჩაბარების მთავარ კანდიდატად ლისაბონის "სპორტინგის" დამრიგებელი, რუბენ ამორიმი მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო დღეებში მოცემულობა შეიცვალა. 

    შეგახსენებთ იმასაც, რომ იურგენ კლოპმა "ლივერპულის" სეზონის ბოლოს დატოვების გადაწყვეტილება იანვრის თვეში გამოაცხადა. ამ სეზონში "წითლებს" კარაბაოს თასი უკვე მოგებული აქვთ, ახლა კი ინგლისის პრემიერ ლიგის სატიტულო რბოლაში არიან ჩაბმულნი.

    Facebook კომენტარები