• 25-04-2024
    "ნაპოლიმ" არტიომ დოვბიკს დაუმიზნა
    "ნაპოლიმ" არტიომ დოვბიკს დაუმიზნა
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლი" "ჟირონას" უკრაინელი თავდამსხმელით, არტიომ დოვბიკით ინტერესდება, - იუწყება II Mattino.

    თითქმის გადაწყვეტილია, რომ სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონებს ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი დატოვებთ. სწორედ ნიგერიელი ცენტრფორვარდის შემცვლელად განიხილავენ "ნაპოლიში" დოვბიკს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა თანხად დააფასებს კატალონიური გუნდი 26 წლის ცენტრფორვარდს, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ "ჟირონაში" არტემის შენარჩუნების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეთ.

    უკრაინელი წარსულში ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "ატლეტიკოსაც" დაუკავშირეს, ოღონდ ამაზე დიდი ხანია აღარაფერი თქმულა.

    არტიომის მთავარ პლიუსებად მოედანზე სწორად გადაადგილების უნარი, დამაგვირგვინებელ ფაზაში ოსტატობა და ფიზიკური მონაცემები განიხილება.

    დოვბიკი "ჟირონამ" 2023 წლის ზაფხულში შეიძინა და "დნიპროს" მის სანაცვლოდ 7.75 მილიონი ევრო გადაუხადა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში არტიომს 18 გოლი აქვს გატანილი, რასაც 5 საგოლე გადაცემაც ემატება.


    Facebook კომენტარები