რა ხდება პოლონურ კლუბში და რატომ შეადარეს ყაზაიშვილი ლიონელ მესის?!

16-09-2016, 19:46

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "დორტმუნდთან" გამანადგურებელი ანგარიშით (0:6) მარცხის შემდეგ პოლონეთში "ლეგია" კრირიკის ქარცეცხლში მოექცა. მართალია, გერმანულ კლუბთან მოგებას არავინ ელოდა, თუმცა ასეთი ანგარიში ვარშაველი გულშემატკივრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პრესაში "ლეგიას" ფეხბურთელთაგან ყველაზე ნაკლები კრიტიკა ქართველ ახალწვეულ ვაკო ყაზაიშვილს შეხვდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენებურისთვის სადებიუტო მატჩი იყო და მისგან სასწაულებს არავინ ელოდა. სამაგიეროდ, ვალოს გამო გააკრიტიკეს გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესნიკ ჰასი.

"Sportowe Fakty"-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი დარიუშ ტუზიმეკი აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას წერს და კოსოვოელი მწვრთნელის გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევს. ტუზიმეკი აღნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ყაზაიშვილი ძირითადში არ უნდა ყოფილიყო.

"ჰასი ძალიან შეცდა ვაკო ყაზაიშვილთან დაკავშირებით. ჯერ არ მინახავს, რომ რამდენიმე საათის წინ მიღებულ ფეხბურთელს ვინმე ასეთ მნიშვნელოვან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებდეს. რას ფიქრობდა ის, განა ვაკო მესია რომ მარტო გამკლავებოდა გერმანელთა დაცვას?".

ქართველი მართლაც დიდებული ფეხბურთელია და ლიგაშიც წარმატებული იქნება, მაგრამ მას არ გაუვლია არანაირი ადაპტაცია და შეუძლებელი იყო, მოედანზე რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა. ჯერ მან თანაგუნდელების სახელებიც კი არ იცის. ასე რომ, ამაში დამნაშავე მისტერ ბესნიკი", - წერს პოლონელი ჟურნალისტი.

ამასთან, პოლონურ პრესაში ისიც დაწერეს, რომ "ლეგია" სულ მალე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცვლილებას განახორციელებსო. 



  • tsandro
  • 17 სექტემბერი 2016 00:00
მესია ვაკო :D :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით