ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილს იკავებენ ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილს იკავებენ ქართველი ძიუდოისტები » Footballnews ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილს იკავებენ ქართველი ძიუდოისტები
გათიშვა

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილს იკავებენ ქართველი ძიუდოისტები

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილს იკავებენ ქართველი ძიუდოისტები
2 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქროს და ამავე რაოდენობის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი 4 ადგილით დაწინაურდა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

66 კგ-ში სამწუხაროდ 6 ადგილით დაიხია უკან ვაჟა მარგველაშვილმა და მე-13 პოზიციას იკავებს., 73 კგ-ში კვლავ მე-13 ადგილზეა ლაშა შავდათუაშვილი.

81 კგ-ში წონის ლიდერი კვლავ ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილია. 

90 კგ-ში მე-2 ადგილს იკავებს ლაშა ბექაური, მე-5 პოზიციაზე კი ლუკა მაისურაძე იმყოფება.

100 კგ-ის რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე და ახლა მე-2 ადგილზე იმყოფება. +100 კგ-ში 2 ადგილით უკან დაიხია გურამ თუშიშვილმა და მე-5 პოზიციაზეა.


FACEBOOK კომენტარები