თარიღი ცნობილია! - მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ერთ ღონისძიებაზე იჭიდავებენ თარიღი ცნობილია! - მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ერთ ღონისძიებაზე იჭიდავებენ » Footballnews თარიღი ცნობილია! - მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ერთ ღონისძიებაზე იჭიდავებენ
გათიშვა

თარიღი ცნობილია! - მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ერთ ღონისძიებაზე იჭიდავებენ

თარიღი ცნობილია! - მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ერთ ღონისძიებაზე იჭიდავებენ
33 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

UFC-ის ქართველი ვარსკვლავი მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ხალიჩაზე კიდევ ერთხელ დაბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართველი მანქანა“ 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ RAF 16-ის ტურნირზე კენზო ბიონგს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ნიუ-იორკის შტატში, ლონგ-აილენდზე, Nassau Veterans Memorial Coliseum-ის არენაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილს Real American Freestyle-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებზე ასპარეზობის გამოცდილება უკვე აქვს. ქართველი მებრძოლი აქტიურად მონაწილეობს ჭიდაობის ტურნირებში და ამჯერად მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ტურნირის პირდაპირი ტრანსლაცია აშშ-ში FOX Nation-ის პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო საერთაშორისო მაყურებელს შეხვედრების ხილვა RAF-ის YouTube არხზე შეეძლება.

აქვე გეტყვით, რომ ღონისძიებაზე საბა ლაზიშვილიც ისაპარეზებს, სადაც მისი მეტოქე სერხიო პეტისისა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

გირჩევთ