აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმეში მსჯავრდებული უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები, გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
რუსული გამოცემა Mash-ის ცნობით, დაკავებულების გათავისუფლებაში გადამწყვეტი როლი UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ითამაშა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირადად ჩავიდა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართა.
წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად უსმანის გარემოცვა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ საქმეში ხაბიბი ჩაერთო, რომელმაც დახმარებისთვის UFC-ის პრეზიდენტ დენა უაითსაც მიმართა. გავრცელებული ცნობით, უაითმა დახმარებაზე უარი განაცხადა და მიზეზად არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონმდებლობა დაასახელა.
ამასთან, Mash-ის მტკიცებით, მაგომედ ანკალაევი და ხამზატ ჩიმაევი მერაბ დვალიშვილს მოუწოდებდნენ, დაკავებულების გათავისუფლება საჯაროდ მოეთხოვა. ქართველმა მებრძოლმა მათი გათავისუფლების სურვილი მართლაც გამოთქვა, თუმცა ამას ვითარება არ შეუცვლია.
საბოლოოდ, რუსული გამოცემის ცნობით, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც უსმანი და მისი თანაგუნდელები გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, როდესაც მერაბ დვალიშვილი RAF-ისთვის ინტერვიუს წერდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი და სახეში ურტყამს, რასაც მასობრივი დაპირისპირება მოჰყვა.
მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს. სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მის გარემოცვასთან დაკავშირებულ პირებს ექვსთვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის ოდენობით ჯარიმა და ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ქართველი სპორტსმენები პატიმრობიდან გაათავისუფლეს და თითოეული 50 ათასი დირჰამით დააჯარიმეს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ