ილია თოფურიას დიდი საჩუქარი საქართველოს ილია თოფურიას დიდი საჩუქარი საქართველოს » Footballnews ილია თოფურიას დიდი საჩუქარი საქართველოს
გათიშვა

ილია თოფურიას დიდი საჩუქარი საქართველოს

ილია თოფურიას დიდი საჩუქარი საქართველოს
5 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

UFC-ის ქართველი ვარსკვლავი ილია თოფურია სამშობლოში სპორტული დარბაზის გახსნას აპირებს. „მატადორის“ განცხადებით, მას ქართული სპორტის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს და ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმებიც აქვს.

ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში სპორტული დარბაზის გახსნას გეგმავს.

„მინდა, ქართულ სპორტში წვლილი შევიტანო და ამისთვის უახლოეს მომავალში საქართველოში სპორტულ დარბაზს გავხსნი“, – განაცხადა თოფურიამ.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ბოლო პერიოდი საქართველოში გაატარა. მისი თქმით, სამშობლოში უფრო ხშირად დაბრუნებას აპირებს და ქართულ სპორტთან კავშირის გაძლიერება სურს.

თოფურიას ინიციატივა შესაძლოა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდეს ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის, რომლებსაც საბრძოლო ხელოვნებაში განვითარება და პროფესიულ დონეზე ასპარეზობა სურთ.



გირჩევთ