

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" შინ "გაგრა" მიიღო და ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა. მატჩის მე-7 წუთზე კვარამ ელიგაში დაბრუნების შემდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრის მე-11 წუთზე თემურ შონიამ სხვაობა შეამცირა.
მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი დარტყმით დუბლი შეასრულა.
მატჩის 62-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმაც დუბლი შეასრულა. შეხვედრის მე-80 წუთზე გიორგი ბუხაიძემ სხვაობა შეამცირა.
მატჩის მიწურულს მილან რადინიმ გოლი გაიტანა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ბათუმის "დინამოს" მაისურით ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა.
გია გეგუჩაძის გუნდის ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება, "გაგრა" კი მე-8 პოზიციას იკავებს.
ბათუმის "დინამო" მომდევნო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, გაგა კირკიტაძის გუნდი კი თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.