• 15-08-2023
    "ჩელსი" მაიკლ ოლისეს ტრანსფერს ხურავს
    "ჩელსი" მაიკლ ოლისეს ტრანსფერს ხურავს
    Author of the article
    Aa

    Sky Sports იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსიმ" "კრისტალ პალასის" 21 წლის შემტევის, მაიკლ ოლისეს კონტრაქტში ჩადებული გამოსასყიდი თანხის პუნქტი გააქტიურა.

    ფრანგ ფეხბურთელს "არისტოკრატები" 35 მილიონ ფუნტად შეიძენენ. ახლა მათ შეუძლიათ, რომ თავად მაიკლთან განიხილონ ხელშეკრულების პირობები და სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნონ.

    გადაწყვეტილება თავად მაიკლმა უნდა მიიღოს - უნდა თუ არა "ლურჯებთან" მოლაპარაკებები.

    "არწივების" ახალგაზრდა ლიდერი ამჟამად ტრავმირებულია. დაზიანება მან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მიიღო.

    ოლისეთი "მანჩესტერ სიტიც" გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელთან ახლა "ჩელსი" გაცილებით ახლოსაა.

    გეტყვით, რომ "კრისტალ პალასის" მიერ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მე-11 ადგილზე გასვლაში უდიდესი წვლილი სწორედ მაიკლმა შეიტანა. ახალგაზრდა მოთამაშემ 2 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები