• 04-09-2023
    კარასკო კარიერას “ალ-შაბაბში” გააგრძელებს
    კარასკო კარიერას “ალ-შაბაბში” გააგრძელებს

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანიკ კარასკო კარიერას “ალ-შაბაბში” გააგრძელებს.

    საუდის არაბული გუნდი მადრიდის “ატლეტიკოს” 30 წლის ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს გადაუხდის.

    ყველა დოკუმენტი შეთანხმებულია, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ გუნდთან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

    ცნობისთვის, კარასკომ გასულ სეზონში ჩატარებულ 44 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები