08-09-2023

როდის და ვის წინააღმდეგ - რომან დოლიძის შემდეგი მეტოქე ცნობილია

ავტორი
UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე UC 295-ის ეგიდით გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც გაირკვა, ქართველის მომდევნო მეტოქე ამერიკელი დერეკ ბრანსონი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დერეკმა მეტოქე 23-ჯერ დაამარცხა და 9-ჯერ დამარცხდა.
რაც შეეხება დოლიძეს, MMA-ში მისი პირადი მონაგარი კი 12 გამარჯვება და 2 მარცხია.
ცნობისთვის, აღნიშნული ბრძოლა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს შედგება.
ტეგები:
Facebook კომენტარები