• 13-09-2023
    "ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო რეალურად, ფეხბურთელები ეცნობიან ფილოსოფიას" - რამაზ სვანაძემ შეკრებაზე ისაუბრა
    "ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო რეალურად, ფეხბურთელები ეცნობიან ფილოსოფიას" - რამაზ სვანაძემ შეკრებაზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2025 წლის შესარჩევი ეტაპის ქვეჯგუფში მოლდოვის ნაკრები ანაგრიშით 1:0 დაამარცხა.

    რამაზ სვანაძის გუნდმა ამ შეკრებაზე ორიდან ორი გაამრჯვება მოიპოვა და კომენტარი გააკეთა:

    "მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ. თამაშში იყო ძალიან კარგი ეპიზოდები, მაგრამ რიგ მომენტებში არეულები ვიყავით, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია"

    "ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო, რეალურად, ფეხბურთელები ეცნობიან ფილოსოფიას, თუ რას ვითხოვთ მათგან, ჩვენც ვეცნობით ფეხბურთელებს და თუ ამ ჭრილში განვიხილავთ ამ ორ თამაშს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 6 ქულა მოვიპოვეთ" 

    "მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან დროის გასვლასთან ერთად ეს გუნდი უფრო შეთამაშდება, არის სერიოზული რესურსი და ვეცდებით, რომ ეს რესურსი ისე გამოვიყენეთ, რომ კონკურენცია გავუწიოთ იმ გუნდებს, რომლებიც ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად მიიჩნევიან", - განაცხადასვანაძემ.

    Facebook კომენტარები