• 17-09-2023
    ფერანი: "სიმართლე გითხრათ, ჯარიმის სხვანაირად დარტყმას ვგეგმავდი"
    ფერანი: "სიმართლე გითხრათ, ჯარიმის სხვანაირად დარტყმას ვგეგმავდი"
    Author of the article
    Aa

    2 წლიანი ნავსი გატყდა - კატალონიის "ბარსელონამ" ოფიციალურ მატჩში საჯარიმო დარტყმიდან გოლი გაიტანა.

    მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ "ბლაუგრანას" რიგები დატოვა, კატალონიელთა შემადგენლობაში აქამდე ჯარიმა არავის გაუტანია.

    გუშინ კი ფერან ტორესმა ჭკვიანური დარტყმით "რეალ ბეტისის" კარი აიღო და ნავსიც გატეხა.

    მატჩის შემდეგ ესპანელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "სიმართლე გითხრათ, ჯარიმის სხვანაირად დარტყმას ვგეგმავდი. მსურდა, რომ ბურთი ცოცხალი კედლის თავზე გადამეტარა, თუმცა დაბალი დარტყმა გამომივიდა.

    "საბედნიეროდ ბურთი გაძვრა და გოლიც გავიდა", - თქვა ტორესმა.

    Facebook კომენტარები