16-07-2022

ბაქარ მირცხულავამ “ტორპედო” დატოვა

ავტორი
30 წლის მცველმა, ბაქარ მირცხულავამ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილმა ფეხბურთელმა ქუთაისური გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
საგულისხმოა, რომ 30 წლის მცველმა კახა ჩხეტიანის მაისურით ჩატარებულ 75 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
იმერული გუნდი ბაქარ მირცხულავას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები