• 25-09-2023
    "შეცვლის დროს ხვიჩას ამ მიზეზის გამო ჩავეხუტე" - რა განაცხადა რუდი გარსიამ
    "შეცვლის დროს ხვიჩას ამ მიზეზის გამო ჩავეხუტე" - რა განაცხადა რუდი გარსიამ
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლიმ" ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. "პარტენოპეიმ" ამჯერად "ბოლონიას" დამარცხება ვერ შეძლო, რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა.

    აღსანიშნავია, რომ რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან კვლავ გაიყვანა და 76-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი შემოიყვანა.

    შეცვლის მომენტში ფრანგი სპეცილისტი ქართველ ვინგერს ჩაეხუტა, რაზეც ჟურნალისტებმა რუდის მატჩის შემდეგ ჰკითხეს.

    "კვარაცხელიასთან ჩახუტება? როცა ვინმეს ცვლიან და ამით კმაყოფილი არ არის, ეს კარგია. ყველა ფეხბურთელს ვეხუტები და ნორმალურია, რომ მასთანაც ასე მოვიქეცი.

    "ოსიმენმა და კვარაცხელიამ კარგად ითამაშეს, მაგრამ სკამზეც ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს, ამიტომ როტაცია გვჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა 9 დღეში 4 თამაში გვიწევს." - განაცხადა გარსიამ

    Facebook კომენტარები