• 19-10-2023
    "ნიუკასლი" ტონალის შემცვლელს ეძებს - 3 ვარიანტი
    "ნიუკასლი" ტონალის შემცვლელს ეძებს - 3 ვარიანტი
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ნიუკასლ იუნაიტედისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, სანდრო ტონალი არალეგალური ფსონების განთავსებასთან დაკავშირებულ სკანდალშია გახვეული.

    23 წლის შუახაზელისთვის დისკვალიფიკაციის შეფარდება დროის საკითხია. წინასწარი ცნობების თანახმად, იტალიელს ფეხბურთს 7 თვიდან 1 წლამდე პერიოდით ჩამოაშორებენ.

    ცხადია, ეს "ჯორდებსაც" შესანიშნავად მოეხსენებათ. The Telegraph-ის ინფორმაციით, "კაჭკაჭები" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ნახევარმცველს შეიძენენ, რათა ტონალის დანაკლისი აღმოფხვრან. ცნობილი გამოცემა 3 კანდიდატს ასახელებს:

    რუბენ ნევეში (ალ ჰილალი)

    სკოტი მაკტომინეი (მანჩესტერ იუნაიტედი)

    კალვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი)

    ნევეში საუდის არაბულ კლუბში გასულ ზაფხულს გადაბარგდა, ამიტომ მისი ახლა წაყვანა რთული იქნება. "ოლდ ტრაფორდის" დატოვება არც მაკტომინეის სურს, ამიტომ ყველაზე რეალურ ვარიანტად ახლა ფილიპსი ჩანს. ინგლისელმა შუახაზელმა თავადაც განაცხადა, რომ მომავალზე გადაწყვეტილებას მომდევნო თვეებში მიიღებს - "სიტიში" კალვინს სათამაშო დრო შეზღუდულად ეძლევა, რაც მას ძალიან არ მოსწონს.

    აქვე ვთქვათ, რომ "ნიუკასლს" პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "კრისტალ პალასთან" ელოდება მატჩი. სხვათა შორის, ტონალის ამ შეხვედრაში მონაწილეობა შეეძლება, რადგან მისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.

    Facebook კომენტარები