11-09-2022

მნიშვნელოვანი გამარჯვება! - “ტორპედომ” “სიონი” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" ბოლნისის "სიონს" ესტუმრა და ანგარიშით 0:3 დაამარცხა.
შეხვედრის 57-ე წუთზე ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ გახსნა. მალევე მაურო კაბალიერომ სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს კი ვაჟა ტაბატაძემ შეხვედრის საბოლოო წერტილი დასვა.
ცნობისთვის, "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს, უჩა სოსიაშვილის გუნდი კი მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
კახა ჩხეტიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. "სიონი" კი თბილისის "ლომომოტივს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები