• 30-11-2023
    როგორ გეგმავს ჩავი კანსელუს გამოყენებას - საინტერესო გეგმა
    როგორ გეგმავს ჩავი კანსელუს გამოყენებას - საინტერესო გეგმა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში ჟოაუ კანსელუს კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, პორტუგალიელი უმალვე კლუბის უმნიშვნელოვანესი წევრი გახდა.

    გასულ შეხვედრაში კი 29 წლის მცველი მარცხენა ფლანგზე მოგვევლინა და დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა.

    ჩავის ასეთმა ტაქტიკურმა სვლამ აშკარად გაამართლა. ჟოაუ შეტევაში ძლიერ პროდუქტიული იყო და გოლთან ერთად, საგოლე პასიც მიითვალა.

    სწორედ ამიტომ, როგორც გამოცემა "Sport"-ი წერს, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი მნიშვნელოვან და დიდ შეხვედრებში კანსელუს მარცხენა ფლანგზე გამწესებას გეგმავს.

    სავარაუდოდ, ასეთ შეხვედრებში პორტუგალიელი ფეხბურთელი მარცხენა ვინგერადაც მოგვევლინება და შეტევაშიც აქტიურად ჩაერთვება.

    ასე რომ, თუ ზემოთაღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, რეალური შანსია იმისა, რომ ჩავიმ კანსელუსგან მაქსიმუმი მიიღოს.

    Facebook კომენტარები