• 01-12-2023
    აღნიშნავს თუ არა გოლს "ატლეტიკოსთან" - ფელიქსის პასუხი
    აღნიშნავს თუ არა გოლს "ატლეტიკოსთან" - ფელიქსის პასუხი
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, 3 დეკემბერს "ბარსელონას" მადრიდის "ატლეტიკოსთან" ელის მატჩი.

    ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავდამსხმელისთვის, ჟოაუ ფელიქსისთვის, რომელიც დღესაც "როხიბლანკოს" საკუთრებაში იმყოფება. "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებას ჟოაუ კარგ ხასიათზე ხვდება, რამეთუ შუა კვირაში მან "პორტუს" გაუტანა და ჩავის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა.

    დედაქალაქური კლუბის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ფელიქსს ჰკითხეს, აპირებს თუ არა მათ კარში გატანილი გოლის აღნიშვნას.

    "აღვნიშვნავ თუ არა "ატლეტიკოს" კარში გოლს? მატჩის მიმდინარეობისას გადავწყვეტ," - თქვა ფელიქსმა.

    შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები