• 19-06-2023
    ინტერესი არ წყდება! - “ჩელსის” მამარდაშვილის შეძენა სურს
    ინტერესი არ წყდება! - “ჩელსის” მამარდაშვილის შეძენა სურს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში უმაღლეს დონეზე იასპარეზა.

    “ღამურებმა” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხეს, რაშიც ლომის წვლილი სწორედ გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის.

    ცნობილი ინგლისური სააგენტოს, Evening Standrad-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონურ გუნდი სრულად მამარდაშვილის ტრანსფერზე გადაერთო.

    “ინტერიდან” ანდრე ონანას ტრანსფერი გამოირიცხა, აფრიკელ მეკარე უკვე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუკავშირეს. თანაც, ფეხბურთელის აგენტსა და “ჩელსის” ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც გადაწყდა, რომ ონანა ბრიტანეთის დედაქალაქში არ გადაბარგდებოდა.

    ასევე გამოჩნდა “მილანიდან” მაიკ კენიის ვარიანტი, თუმცა “ჩელსის” ფრანგ მეკარეში 80 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა არ სურს.

    შედეგად, ლონდონური გუნდის მთავარი სამიზნე გიორგი მამარდაშვილი გახდა.

    ცნობისთვის, “ვალენსია” 22 წლის ქართველ მეკარეს დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები