• 14-01-2024
    სერხი რობერტო: “ვეცდები კაპიტნის რანგში პირველო ტიტული მოვიგო”
    სერხი რობერტო: “ვეცდები კაპიტნის რანგში პირველო ტიტული მოვიგო”

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ “ბარსელონას” კაპიტანმა, სერხი რობერტომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “ჩავი ჩემი კუმირი იყო. შემდეგ ის ჩემი თანაგუნდელი გახდა, ახლა კი მე იღბლიანი ვარ, რომ ის ჩემი მწვრთნელია. მე მის მხარდაჭერას პირველივე წუთიდან ვგრძნობდი. მე აქ ყოველთვის ვიქნები გუნდისთვის, რადაც არ უნდა დამიჯდეს. თუ მწვრთნელს უნდა, რომ მე გავჩერდე, მე გაჩერდები.

    ამ სახის დაპირისპირებაში შენ მატჩის ყველა ასპექტში უნდა დომინირებდე. რეალი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ მათზე უკეთესები ვიყოთ. შენ ყოველთვის უნდა იყო მობილიზებული და მოტივირებული ამ მატჩისთვის. ამ შეხვდრის 100%-ით მზად ვართ, არცერთი დეტალი არ ჩაგვიგდია.

    ბარსელონას კაპიტნობა საოცარი შეგრძნებაა. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ფაქტით და ვისურვებდი, რომ კაპიტნის ამპლუაში პირველი თასი მოვიგო”. - განაცხადა რობერტომ.

    ცნობისთვის, შეხვედრა 14 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები