• 21-06-2023
    ცნობილია - ვის შეხვდება თბილისის "დინამო" "ასტანას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში
    ცნობილია - ვის შეხვდება თბილისის "დინამო" "ასტანას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში
    Author of the article
    Aa

    20 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც თბილისის "დინამოს" მეტოქე გაირკვა.

    კერძოდ, ქართული კლუბი ყაზახურ "ასტანას" დაუპირისპირდება და შეხვედრები ივლისში გაიმართება.

    ამასთანავე, გაირკვა, რომ "ასტანას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ხორვატიის ჩემპიონს, ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.

    მოგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" პირველ მატჩს გასვლაზე 11 ივლისს, ხოლო საპასუხო დაპირისპირებას შინ 18 ივლისს ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები