

21 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს. ინფორმაციას უკრაინული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გიორგიმ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2028 წლამდე მოაწერა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი უკრაინულ გუნდს 2023 წლის 1 იანვარს შეურთდება.
"შახტარმა" გიორგი შესაძენად არაერთ ევროპულ გრანდს აჯობა, მათ შორის "ვალენსიასაც".
ცნობისთვის, გიორგი გოჩოლეიშვილი "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, 21 წლის მოთამაშემ უკვე საქართველოს ნაკრებშიც მოასწრო სადებიუტო შეხვედრის გამართვა (მაროკოს წინააღმდეგ).
🧡 Георгій Гочолейшвілі – гравець «Шахтаря»! ⚒
— ⚒FC SHAKHTAR DONETSK (@FCShakhtar) November 29, 2022
Угоду з грузинським захисником, що набуває чинності 1 січня 2023 року, розраховано на 5 років.
Дізнайтеся більше: https://t.co/WIx9QxO90M.#Shakhtar #Шахтар pic.twitter.com/rPoxiSlzST