• 24-06-2023
    რჩება თუ მიდის გრინვუდი - "იუნაიტედმა" ახალი სეზონისთვის პირველი განაცხადი წარადგინა
    რჩება თუ მიდის გრინვუდი - "იუნაიტედმა" ახალი სეზონისთვის პირველი განაცხადი წარადგინა
    Author of the article
    Aa

    სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" წარადგინა სია, თუ ვინ დარჩა გუნდში და ვინ წავიდა.

    ოფიციალურად, კლუბი დატოვეს ფილ ჯონსმა, დი'შონ ბერნარდმა, ეთან გოლბრეითმა, აქსელ ტუანზებემ, ჩარლი უელენსმა და დავიდ დე ხეამ.

    ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ დიდი შანსია, დე ხეამ ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს.

    აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედმა" გუნდში დარჩენილთა შორის მეისონ გრინვუდიც მოახვედრა, თუმცა ბრიტანული მედიის თქმით, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

    "მანჩესტერს" მეისონთან კონტრაქტის გაწყვეტა არ სურს, მაგრამ დიდი შანსია, რომ ის კლუბს მაინც დატოვებს და ოლდ ტრაფორდზე ვეღარ ვიხილავთ.

    Facebook კომენტარები