• 13-03-2024
    კონსეისაო: "არტეტამ ჩემი ოჯახი შეურაცხყო"
    კონსეისაო: "არტეტამ ჩემი ოჯახი შეურაცხყო"
    Author of the article
    Aa

    "პორტუს" მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიო კონსეისაომ "არსენალთან" წაგებული მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა ვიზავიმ, მიკელ არტეტამ ოჯახი შეურაცხყო.

    "მატჩის დროს არტეტა სათადარიგო სკამისკენ გატრიალდა და ესპანურ ენაზე - ეს ესპანელი მწვრთნელებისთვის დამახასიათებელი თვისება უნდა იყოს, რადგან იგივე გააკეთა პეპ გვარდიოლამაც - ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა.

    ბოლოს მას ვუთხარი, რომ ყურადღებით ყოფილიყო, რადგან ის, ვინც შეურაცხყო, ჩვენთან აღარ არის და საკუთარი გუნდის გაწვრთნაზე ფიქრისკენ მოვუწოდე, რადგან ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის გამო, იგი ვალდებულია უკეთესი შედეგები აჩვენოს," - განაცხადა კონსეისაომ.

    როდესაც ამის შესახებ არტეტას ჰკითხეს, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

    საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "დრაკონების" თავკაცი მეტოქე გუნდის მესაჭეს ესხმის თავს. 2020 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული მატჩის მერე მან თქვა, რომ გვარდიოლამ მისი სამშობლო უხეში სიტყვებით მოიხსენია და პეპის ქმედებები გამაღიზიანებელი გახლდათ. 2021 წელს კი კონსეისაომ ლონდონის "ჩელსისთან" დათმო მეოთხედფინალური დაპირისპირება, რის მერეც თომას ტუხელი ასევე შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.


    Facebook კომენტარები