• 19-01-2023
    მშრალად შენახული კარი - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა "ხიხონის" წინააღმდეგ
    [/xfgiven_playerads]
    მშრალად შენახული კარი - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა "ხიხონის" წინააღმდეგ
    Aa

    კოპა დელ რეის 1/8 ფინალურ შეხვედრაში "ვალენსია" "ხიხონს" ესტუმრა და ანგარიშით 0:4 იმარჯვა.


    "ღამურების" კარს 22 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც მთელი შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა.


    გავლენიანი გამოცემა Sofascore-ის ვერსიით, გიორგი მამარდაშვილმა 6.9 შეფასება დაიმსახურა.


    აღსანიშნავია, რომ გიორგი ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ქართველმა მეკარემ ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ისიც პენალტით მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.


     

    Facebook კომენტარები