• 17-03-2024
    ხვიჩას 5 შესაძლო ახალი მწვრთნელი - რას გეგმავს დე ლაურენტისი
    ხვიჩას 5 შესაძლო ახალი მწვრთნელი - რას გეგმავს დე ლაურენტისი

    როგორც ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელისა "ნაპოლის" მომავალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ფრანჩესკო კალცონა გუნდში დროებითი მწვრთნელის რანგშია.

    "Radio Napoli"-ის ცნობით "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს საკუთარი გეგმა აქვს.

    მას გუნდის ახალი თავკაცის თანამდებობაზე 5 მთავარი კანდიდატი ჰყავს.

    ესენი არიან: ანტონიო კონტე (უმუშევარი), ფრანჩესკო ფარიოლი (ნიცა), ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა), რაფაელე პალადინო (მონცა) და თავად კალცონა, რომელიც შესაძლოა კლუბში დარჩეს.

    ასევე ცნობილია, რომ აურელიოს მათ შორის ყველაზე მეტად კონტეს ვარიანტი ხიბლავს.

    შეგახსენებთ, რომ მან ანტონიოსთან თანამშრომლობა აქამდეც სცადა, თუმცა მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ,

    Facebook კომენტარები