• 25-01-2023
    სებინო ნელა: “კვარაცხელია ჩემპიონი არ არის”
    სებინო ნელა: “კვარაცხელია ჩემპიონი არ არის”
    Aa

    იტალიური "რომას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სებინო ნელამ Napoli Kis Kis-თან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.


    ვეტერანმა მოთამაშემ "ნაპოლის" წარმატებების შესახებ ისაუბრა:


    "კარგი მწვრთნელის გარეშე გუნდი თამაშებს ვერ მოიგებს. სპალეტის ჩემპიონების გარეშე სკუდეტოს მოგება შეუძლია. ნაპოლის ოსიმენის სახით პოტენციური ჩემპიონი ჰყავს. კვარაცხელია ჩემპიონი არ არის, მას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, რომ ეს წოდება მოიპოვოს.


    ყველა მწვრთნელს ვეტყოდი, რომ სპალეტის დონე აჩვენოს. ახლა ნაპოლის დიდებული გუნდი ჰყავს, მაგრამ მწვრთნელი გუნდს იდეალურად მართავს." - განაცხადა ნელამ.


    ცნობისთვის, "ნაპოლი" სერია ა-ს 19 ტურის შემდეგ 50 ქულით ლიდერობს.

    Facebook კომენტარები