• 22-07-2023
    ბრწყინვალე ჟესტი - ვის მიუძღვნა გამარჯვება ლეო მესიმ
    ბრწყინვალე ჟესტი - ვის მიუძღვნა გამარჯვება ლეო მესიმ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ შედგა ლიონელ მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში". არგენტინელი მეგავარსკვლავი "კრუზ ასულთან" მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თავის გუნდს უკანასკნელ წამებზე გატანილი საჯარიმო დარტყმით მოაგებინა.

    შეხვედრის შემდეგ "ლა პულგა" ჟურნალისტს გაესაუბრა. სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, მესიმ თავისი თანაგუნდელის, იან ფრაის შესახებაც ისაუბრა და გამარჯვება მას მიუძღვნა.

    "დიდებული მატჩი იყო. ასე დაწყება გვინდოდა. ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი. ვიცოდით, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

    გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე? ნუ, ისე დავარტყი, როგორც ყოველთვის ვურტყამ ხოლმე. გამიმართკა, რომ გოლი გავიდა. ბედნიერი ვარ.

    ამ გამარჯვებას იან ფრაის ვუძღვნი, რომელიც ახლა გასახდელშია და მიღებული ტრავმისგან იტანჯება. მან 2 მძიმე დაზიანება გადაიტანა და დღეს კიდევ ერთხელ დაშავდა," - თქვა ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა.

    ფრაის ისტორია მართლაც დასანანია. 2021 წლის თებერვალში მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და გამოსაჯანმრთელებლად 2 წელზე მეტი დასჭირდა. გუშინდელი შეხვედრის 30-ე წუთზე იანი ისევ დაშავდა. სხვათა შორის, იგი "ინტერ მაიამის" შემადგენლობის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია.

    აქვე გეტყვით, რომ ფლორიდელებს მომდევნო ჯახი 26 ივლისს, "ატლანტა იუნაიტედის" წინააღმდეგ ელოდებათ.

    Facebook კომენტარები