• 28-07-2023
    არაბეთის ჩემპიონატი თუ ინგლისი? - ორიჯი დილემის წინაშე
    არაბეთის ჩემპიონატი თუ ინგლისი? - ორიჯი დილემის წინაშე
    Author of the article
    Aa

    ბელგიელმა თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ, რომელსაც "მილანში" ცუდი სადებიუტო სეზონი გამოუვიდა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში ან არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

    "Gazzetta dello Sport"-ის ჟურნალისტების ცნობით, "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობას 28 წლის ცენტრფორვარდის იჯარით დამატება მომავალი სეზონის ბოლომდე სურთ და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

    გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ "მილანს" არაბული კლუბები დაუკავშირდნენ და ბელგიელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზეს. აღნიშნულ წინადადებაზე "როსონერი" თანხმობას გამოთქვამს, თუმცა ყველაფერი ფეხბურთელის არჩევანზეა დამოკიდებული.

    ცნობისთვის, ორიჯის შრომითი ხელშეკრულება "როსონერისთან" 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი. 

    ტეგები:
    Facebook კომენტარები