• 14-05-2022
    ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" პოლონეთის ჩემპიონია
    ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" პოლონეთის ჩემპიონია

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი  "ლეხთან" ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. 29 წლის ქართველი ფებურთელის კლუბი დღეს თანაქალაქელ "ვართას" დაუპირისპირდა, დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი გახდა.


    პოზნანური კლუბი აღნიშნული ტიტულის მფლობელი არსებობის ისტორიაში მერვედ გახდა.


    კვეკვესკირი "ლეხს" 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. მის ანგარიშზე 34 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები