• 23-06-2023
    ხვიჩაზე მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ? - “ნაპოლის” მოთამაშეების წლიური შემოსავალი
    ხვიჩაზე მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ? - “ნაპოლის” მოთამაშეების წლიური შემოსავალი

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 22 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში სრული ფურორი მოახდინა.

    ახალგაზრდა მოთამაშემ სერია ა-ში “პარტენოპეის” გაჩემპიონებაში ლომის წვლილი შეიტანა.

    სწორედ ამიტომ, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რის მიხედვითაც ახალგაზრდა მოთამაშის ხელფასი 2.5-3 მილიონ ევრომდე იქნება.

    ახალი ხელშეკრულების მიხედვით კვარაცხელიაზე მეტი ხელფასი 3 მოთამაშეს ექნება. ვიქტორ ოსიმენი (4.5 მლნ), ირვნიგ ლოსანო (4.5 მლნ) და პიოტრ ჟიელინსკი (3.5 მლნ) - სწორედ ამ ფეხბურთელებს აქვთ ხვიჩაზე მეტი ანაზღაურება.

    ცნობისთვის, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები