10-04-2022

თბილისის "დინამო" ქულებს კარგავს- ელიგაში სიტუაცია იძაბება

ავტორი
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში თბილისის "დინამო" "თელავს" ესტუმრა. დედაქალაქელებს ზურგს სამმატჩიანი გამარჯვების სერია უმაგრებდა, თუმცაღა კახელები მშობლიურ კედლებში მშვენივრად გამოიყურებოდნენ და აღნიშნულ მატჩში ქულაც აიღეს.
ანგარიში მატჩის საწყის წუთებში სტუმრებმა, კერძოდ, ანზორ მექვაბიშვილმა გახსნა, თუმცაღა ათიოდე წუთში "თელავმა" წონასწორობა აღადგინა. მასპინძლებმა მალევე მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცაღა მსაჯის გადაწყვეტილებით გოლი გაუქმდა. თამაში საბოლოოდ 1-1 დასრულდა.
მეშვიდე ტურს "ლოკომოტივისა" და გორის "დილას" მატჩი დახურავს. ზემოთ აღნიშნული შეხვედრა ხვალ ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება. გორელები გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ. "ლოკომოტივს" ამჟამად ქულა არ აქვს და უკანასკნელ პოზიციაზეა.
ტეგები:
Facebook კომენტარები