• 12-07-2023
    ჩაკვეტაძის “მეცში” ტრანსფერი ჩაიშალა - მიზეზი ცნობილია
    ჩაკვეტაძის “მეცში” ტრანსფერი ჩაიშალა - მიზეზი ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” მოთამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძეს ფრანგულ “მეცს” აქტიურად უკავშირებდნენ.

    L’equipe-ის ჟურნალისტმა, ნაბილ ჯელიტმა ქართველ გულშემატკივრებს იმედები მოუკლა:

    “როგორც ჩანს, გიორგი ჩაკვეტაძე “მეცში” აღარ გადავა. ეს ტრანსფერი ცალსახად გაყინულია.” - წერს ფრანგი ჟურნალისტი.

    საგულისხმოა, რომ იქამდე საშა ტავოლიერი წერდა, რომ გიორგი ლასნო ბოლონიმ ჩაკვეტაძის ტრანსფერის 2 დღით გადავადება მოითხოვა.

    ასეა თუ ისე, ჩაკვეტაძეს მსურველები კიდევ ყავს. 23 წლის ქართველი შუახაზელის შეძენით თურქული “ტრაბზონსპორი” ინტერესდება, რომელიც მზად არის ახალგაზრდა მოთამაშეში 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

    ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები