• 01-05-2022
    "პროგნოზის გაკეთება რთულია" - ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩას ტრანსფერი შეაფასა
    "პროგნოზის გაკეთება რთულია" - ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩას ტრანსფერი შეაფასა

    როგორც მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონში კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ეს ნეაპოლელთა პრეზიდენტმა დაადასტურა.


    "მანჩესტერ იუნაიტედის", "ევერტონისა" და "ფიორტენტინას" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელკსისმა ქართველი გარემარბის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.


    "რა თქმა უნდა, ეს სუპერი იქნება. ფეხბურთელს ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა. ხვიჩამ ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცადოს.


    ეს სერია ა-ა და მარადონას მოედანზე თამაში ფანტასტიკაა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენს თავს იტალიაში.


    შეძლებს თუ არა "ნაპოლიში" თამაშს? ჩვენ რომ ყველაფერი ვიცოდეთ, ამის ლაპარაკი საჭირო არ იქნებოდა. პროგნოზის გაკეთება რთულია. ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნება და მისცემენ თუ არა ამა თუ იმ პოზიციაზე თამაშის საშუალებას", - ციტირებს კანჩელკსისის სიტყვებს Sport24.

    Facebook კომენტარები